არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა: ხატი

თუ ხატს სახე შენარჩუნებული აქვს, ხომ შეიძლება განხლდეს, ან ახალი ჩარჩო გაუკეთდს?! როგორ შეიძლება,

თუ ხატს სახე შენარჩუნებული აქვს, ხომ შეიძლება განხლდეს, ან ახალი ჩარჩო გაუკეთდს?! როგორ შეიძლება, უფლის ან წმიდანების ხატი დამარხო, ან დაწვა. თუ ხატის მეორე მხარეს არის გარყვნილი სურათი, სხვა რაიმე ბიწი და არ შორდება - საღებავიც რომ გადაუსვა, მაინც შიგნით რჩება - აქ არის ბოროტის მახე დაგებული. ბოროტს უნდა სიძვის წილი სთადოს სიწმინდეში. აქ არ შეიძლება თანაზიარება ისევე, როგორც უფლისა და ბელიარის. მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში იწვება ხატი, ხოლო თუ უკანა მხარეს ღმრთისმშობლის, ან რომელიმე წმიდანის ხატია, ფიცარზე არ ეკვრება; თუ ერთ მხარეს წაღმა ხატია და მეორე მხარეს უკუღმა, ამ შემXვევაში ჰორიზონტალურად იდება.
 
0