თემა: ჯოჯოხეთი

სატანჯველი, ანუ ჯოჯოხეთი, რომლის შესახებაც აღნიშნულია წმ. წერილში, არ წარმოადგენს მატერიალურ,

სატანჯველი, ანუ ჯოჯოხეთი, რომლის შესახებაც აღნიშნულია წმ. წერილში, არ წარმოადგენს მატერიალურ, ფიზიკურ ადფგილმდებარეობას, ისევე როგორც სასუფეველი. ეს ორივე სამყოფელი მხოლოდ სულიერი მდგოარეობის გამომხატველია. და აი რატომ: რაც ნივთიერია, მატერიალურია, იგი ამავდროულად წარმავალია, რამეთუ მატერია თავისი არსით წარმოადგენს დროში არსებულს. თუ სასუფეველს და ჯოჯოხეთს ფიზიკურ ადგულს დავუქვემდებარებთ, მაშინ ხომ ნეტარებაც და ტანჯვაც დაექვემდებარება დასაწყისთან ერთად დასასრულს. რადგან ღმერთი არის სული, უკვდავი და დაუსრულებელი, ამდენად მასში მისწრაფულნიც სულიერად იძენენ და განიცდიან უფლიესმიერი დაუსრულებლობის უნარს ნეტარებასა და განსვენებაში. ამის საპირისპიროდ, ვინც არ მიისწრაფვის უფალში, მისი სულიერი მყოფობა არაღვთიურ მდგომარეობაში იმყოფება და სწორედ ეს მდგომარეობაა ტანჯვისა და ტკივილის გამომწვევი. აქედან გამომდინარე, რამდენადაც უფალი მარადიულია და მასში გასვენებულებიც შესაბამისად ნეტარების მარადიულობაში იმყოფებიან, იმდენად მარადიულ სატანჯველში იმყოფება ისეთი ადამიანის სული, რომელმაც თავისი ნებით არ მოისურვა, ყოფილიყო უფლის სავანეში. უკვდავად დაბადებული არსება კი ამ უკვდავი ბუნების გამო მუდმივობაშია მყოფი.
 
0