თემა: ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთში მოხვედრილ სულებს ყველას როდი აქვს წართმეული იმედი ღვთის სასუფეველში მოხვედრისა. არსებობენ

ჯოჯოხეთში მოხვედრილ სულებს ყველას როდი აქვს წართმეული იმედი ღვთის სასუფეველში მოხვედრისა. არსებობენ ისეთი სულებიც, რომლებიც მთლად არ ჩაიძირნენ ცოდვებში და გრძნობენ მოთხოვნილებას ღვთის წინაშე გამართლებისა. მაგრამ მათ აღარა აქვთ უნარი საკუთარი თავგანწირვით შესცვალონ რაიმე, სიკვდილის შემდგომ სინანული უკვა გვიანია. ასეთი სულებისათვის, ისევ უფლის უსაზღვრო მოწყალებით, შესაძლებელია მდგომარეობის შემსუბუქება და ჯოჯოხეთიდან აღმოყვანა ეკლესიის წევრთა წმიდა ლოცვებით. ჩვენი ეკლესია ყოველთვის ლოცულობდა და ლოცულობს გარდაცვლილი ძმებია და დებისათვის, რითაც ცდილობს მათ გამართლებას ღვთის წინაშე. ცოდვით გამოწვეული სასჯელის შერბილება კი ხდება სამღვდელო პირთა და ახლობელთა მიერ აღვლენილი ლოცვების წყალობით, განსაკუთრებით კი მღვდლის მიერ ღვთისადმი უსისხლო მსხვერპლის შეწირვით.
 
0