image

თემა: სიმდიდრე

მდიდარი ხარ? ყოველდღე სიღარიბეს ელოდე. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ ეს მოლოდინი შესაძლოა შენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს. ვინც სიღარიბეს მოელის, ის, სიმდიდრეში მყოფი, არ მედიდურობს. არ ეძლევა მცონარებასა და ნებიერებას, არ ეტანება სხვისას; რამეთუ მოლოდინის შიში, ვითარცა თავისებური დამრიგებელი, შეგვაგონებს, ფიქრებს ზღუდავს და საშუალებას არ აძლევს განვითარდეს ვერცხლისმოყვარეობის მავნე შტოდ, და ამ შიშით, ვითარცა ცელით, მოჰკვეთს მას და ზრდას აჩერებს
    და ასე, შენ ერთ დიდ სიკეთეს მიიღებ; ხოლო მეორე, არანაკლები სიკეთე ისაა, რომ შენ გექნება იმის შიში, თუ როდის მოგიკაკუნებს კარზე სიღარიბე. დაე, მოლოდინი წინ უსწრებს წუხილს, რათა რას არ მოჰყვეს მწუხარების განსაცდელი
image image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები