ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: სიმდიდრე
სიმდიდრე - უმადური ლტოლვილი, შეურიგებელი კაცისმკვლელი; მოუთვინიერებელი მხეცი; კლდე, ყოველმხრივ ციცაბო; წყალქვეშა კლდე, რომელიც მუდამ ტალღებითაა გარემოცული; ზღვა, ურიცხვი ქარით აბობოქრებული; ტირანი, რომელიც სასტიკად მმართველობს; მბრძანებელი, რომელიც ყოველგვარ ბარბაროსზე უსასტუკესია; მტერი შეურიგებელი; მოწინააღმდეგე ულმობელი, რომელიც არასოდეს წყვეტს მტრობას იმის მიმართ, ვინც მას ფლობს. როგორც სიბნელეში გამომწყვდეული ლომები, ვეფხვები და დათვები მძვინვარდებიან და მრისხანებენ, ასევე სიმდიდრესაც, თუ მას გამოკეტავ, ჩამარხავ, ლომზე უფრო მძვინვარე მხეცად იქცევა და ყველგან შიშის ზარს დასცემს; ხოლო თუ სიბნელიდან გამოიყვან და ღარიბთა შორის დანერგავ, მხეცი კრავად გადაიქცევა, ორგული - დამცველად, წყალქვეშა კლდეები - ნავსაყუდელად, გემის დამღუპველი ქარიშხალი - მყუდროებად