ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: სიმდიდრე
თუ კეთილდღეობით მცხოვრები სიღარიბის მოლოდინშია, ის მალე არ გაღარიბდება; ხოლო რისი გულისხმისყოფაც არ გსურდა მოლოდინით, იმას გამოცდილებით გაიგებ. ამრიგად, ცხოვრობ რა სიმდიდრეში, ელოდე სიღარიბეს; ტკბები რა კეთილდღეობით, ელოდე შიმშილს, ელოდე შიმშილს; სარგებლობ რა დიდებით, ელოდე დამდაბლებას; ხარ რა ჯანმრთელი, ელოდე ავადმყოფობას; გამუდმებით იფიქრე ადამიანის საქმეთა თვისებაზე, რომელიც არაფრითაა უკეთესი მდინარის ნაკადზე, სწრაფგანქარვებად კვამლზე, რომელიც ჰაერში განიბნევა და მიწაზე მოძრავ ჩრდილზე უბადრუკია. თუ ასეთ კეთილგონიერებას გამოიჩენ, მაშინ არც კეთილდღეობა წარმოშობს შენში მედიდურობას და არც სიღარიბე დაგამცირებს, თუ შენ მეტისმეტად არ იქნები დაკავებული ამქვეყნიურ სიკეთეებზე ფიქრით, მათი დაკარგვის შემთხვევაშიც კი არ დამწუხრდები. თუ შენ მიაჩვევ სულს საწინააღმდეგო მდგომარეობის მოლოდინს, ასეთ მდგომარეობაში უმრავლესად არც ჩავარდები და რომც ჩავარდე, ეს ძლიერ არ აგაღელვებს