დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: ჯვარი

მინდა გითხრათ, რომ ჯვარი საიდუმლოებაა, ისევე, როგორც სხვა წმიდა საიდუმლოებანი, რომელნიც ქრისტეს

მინდა გითხრათ, რომ ჯვარი საიდუმლოებაა, ისევე, როგორც სხვა წმიდა საიდუმლოებანი, რომელნიც ქრისტეს ეკლესიაში აღესრულება, აღვასრულებთ ამ წმიდა საიდუმლოებებს, მაგრამ იქნებ, ჯვრის მიმართაც იმგვარი დამოკიდებულება გვაქვს, როგორც ხშირად სხვა საიდუმლოთა აღსრულებისას - მშრალი, რიტუალური დამოკიდებულება. აი, მე ჯვარს დავიკიდებ და ყველაფერი კარგად იქნება; სახლს ვაკურთხებ - ყველაფერი კარგად იქნება. ჯვარს დავიწერ - ყველაფერი კარგად იქნება. ბოლოს გავკადნიერდები და ამასაც ვამბობ: ვეზიარები და ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი არ იქნება კარგად ჩემი ჩემი განწყობის, ჩემი დამოკიდებულები9ს, ჩემი სულიერი სწრაფვის გარეშე.
    ასევეა ჯვართან მიმართებისას. ჯვარი, უპირველეს ყოვლისა, არის პასუხისმგებლობა. ჯვარი რომ გულზე მკიდია, უნდა ვიცოდე, ვის ვატარებ ჩემს გულში და რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა ეს, რას მავალებს ეს სიწმიდე, რომელსაც ჯვარი ჰქვია. მე თუ ეს არ ვიცი ან მთელი სისრულით არ მაქვს გაცნობიერებული, მაშინ ჯვარი კი არა, ამულეტი მიტარებია (ჩემი განცდით), ბოროტი თვალისგან რომ დამიცვას - ეს არის და ეს. ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, თავად მე ვარ ჯვრის შეურაცხნყოფელი და ამიტომ, როგორც შეურაცხმყოფელი ჯვრისა, მისგან არც უნდა ველოდო შეწევნას, ესე იგი - არ უნდა ველოდო უფლისგან შეწევნას, ვითარცა შეურაცხმყოფელი ღვთისა, ვინაიდან სადაც არის ჯვარი ქრისტესი, იქ არის თავად ქრისტე.
    ჯვარი არის ქრისტეს ნიშანი, როგორც წმიდა მათე მახარებელი გვეუბნება; ჯვრის პატივის მიგება ნიშნავს უფლისადმი პატივის მიგებასა და თაყვანისცემას, ხოლო ჟვრის უარყოფა შესაბამისად ნიშნავს ქრისტეს უარყოფას. ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ ჯვარი გარკვეული პასუხისმგებლობაა, პირველ ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს გარკვეული მოქმედებისათვის გადადგმული ნაბიჯები, საქმეთა აღსრულება.
 
6