თემა: დაცემა

ადამის დაცემის შემდეგ, როცა ადამიანისთვის სამოთხე დაიკეტა და მცველად დადგენილ იქნა ქერუბიმი

ადამის დაცემის შემდეგ, როცა ადამიანისთვის სამოთხე დაიკეტა და მცველად დადგენილ იქნა ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით (დაბ. 3, 24), დაცემულ ანგელოზთა მეთაური – სატანა თავისი მორჩილი ურდოებით „დედამიწიდან სამოთხისკენ მიმავალ გზაზე დადგა; და მას მერე, ჩვენი ხსნისთვის ქრისტეს წამებამდე და მაცხოვნებელ სიკვდილამდე, ბოროტს ამ გზაზე სხეულს გაშორებული არც ერთი ადამიანის სული არ გაუტარებია. ზეცის კარი სამუდამოდ ჩაიკეტა ადამიანისთვის. მართალნიცა და ცოდვილნიც ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ. მარადისობის კარი და უვალი გზაც მხოლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე გაიხსნა“
 
0