პაისი მთაწმინდელი

თავს ვნებენ ის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში რაიმე საეკლესიო თანამდებობას იკავებენ.

თავს ვნებენ ის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში რაიმე საეკლესიო თანამდებობას იკავებენ. ისინი ტყუილუბრალოდ იხარჯებიან, მაშინაც კი, ამ თანამდებობისათვის შესაფერისი თვისებები რომ ჰქონდეთ. მათ მეტად ამძიმებთ და დიდ დროს ართმევთ ადმინისტრაციული და საკანცელარიო საქმეები და სულიერ სარგებელს ვერ ნახულობენ, თუნდაც ამისათვის საკმარისი მონაცემები ჰქონდეთ. შესაძლებლობები ასე უაზროდ რომ არ გაეფლანგათ და საკუთარ თავზე ემუშავათ, ზოგიერთი მათგანი ეკლესიისათვის უდიდესი კაპიტალი იქნებოდა. ის, ვინც საკუთარი თავით არ არის დაკავებული (ამ სიტყვის კარგი გაგებით), ანუ საკუთარ თავზე არ მუშაობს, იმ ვაჭარს ემსგავსება, რომელიც ვაჭრობს და, ამავე დროს, არ იცის რამდენი ფული აქვს. ბოლოს და ბოლოს ასეთი ვაჭარი ციხეში მოხვდება.
 
თემატური კითხვები
0