
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
იმ შემთხვევაში თუ ეშმაკმა ადამიანზე დიდი ძალაუფლება მოიპოვა, საჭიროა იპოვონ ამის მიზეზი, რათა ეს
იმ შემთხვევაში თუ ეშმაკმა ადამიანზე დიდი ძალაუფლება მოიპოვა, საჭიროა იპოვონ ამის მიზეზი, რათა ეს უფლებები წაერთვას მას. სხვაგვარად, სხვებმა რაც არ უნდა ბევრი ილოცონ მისთვის – მტერი არ დატოვებს მას. ბოროტი ტანჯავს ადამიანს, მღვდელი კითხულობს და კითხულობს „განსხმის“ ლოცვას, საბოლოოდ კი საბრალო უფრო ცუდად ხდება, რადგან ეშმაკი ადრინდელზე მეტად ესხმის თავს. ადამიანმა უნდა შეინანოს, აღსარება თქვას, ჩამოართვას ეშმაკს ის უფლებები, რომელიც თვითონ მიანიჭა. მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს ბოროტი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტანჯვა არ ასცდება. მთელი დღე, ორი დღის ან ორი თვის, წლების განმავლობაშიც რომ უკითხონ „განსხმის“ ლოცვები, ეშმაკს უფლება აქვს იმ საბრალოზე და არსად წავა.
|