პაისი მთაწმინდელი

საუბედუროდ ჩვენს დროში ადამიანებს არ სურთ მოიკვეთონ ვნებები, საკუთარი თვითნებობა. ისინი სხვების

საუბედუროდ ჩვენს დროში ადამიანებს არ სურთ მოიკვეთონ ვნებები, საკუთარი თვითნებობა. ისინი სხვების რჩევებს არ იღებენ. ამის შემდეგ ისინი უსირცხვილო ლაპარაკს იწყებენ და ღვთის მადლს განიშორებენ. ბოლოს – ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს იგი, ვეღარაფერში წარმატებას ვერ აღწევს, რადგან იგი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ადამიანი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, რადგან გარედან მას ეშმაკი მართავს. ეშმაკი მასში კი არ არის!... = ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მას გარედანაც შეუძლია მართოს იგი. ღვთის მადლს განშორებული ადამიანი ეშმაკზე უარესია. რადგან ეშმაკი ყველაფერს თვითონ კი არ აკეთებს, არამედ ბოროტებისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგალითად, ის თვითონ არ აღასრულებს ბოროტმოქმედებას, მაგრამ ადამიანებს კი აქეზებს ამისკენ. და ამის გამო ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან.
 
თემატური კითხვები
0