1394. რა თქვა ასისთავმა, რომელიც მეომრებთან ერთად იცავდა ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს?
1394. რა თქვა ასისთავმა, რომელიც მეომრებთან ერთად იცავდა ჯვარცმულ უფალ იესო ქრისტეს?
1. რათა ამპარტავნების, გემოთმოყვარეობისა და ურჩებისთვის, რომელნიც პირველქმნილი ცოდვისა და ყველა დანარჩენ ცოდვათა მიზეზი შეიქმნენ, ნებით თვისით შეეწირა თავის მსხვერპლად მთელი ქვეყნის ცოდვათა მისატევებლად (I ინ. 2.2.12).
2. რათა, იტვირთავდა და ყველა ადამიანის ცოდვებს, ამ წმიდა მსხვერპლით შეერიგებინა ადამიანები ღმერთთან (რომ. 5,10).
3. რათა აღედგინა ადამიანებში ღმერთის ცატება, რომელიც თავიანთი ცოდვებით შებილწეს მათ საკუთარ თავში (კოლ. 3,10).
4. რათა ჩვენ ცოდვილნი გამოვეხსენით საუკუნო წარწყმედისაგან და მოენიჭებინა ჩვენთვის ცხონება და საუკუნო სიცოცხლე (ინ. 3,15; რომ. 5,9).
1. ვისაც მთელი გულით სწამს უფალი იესო ქრისტე და ცდილობს მასთან ერთობით იცხოვროს;
2. ვინც სიკვდილის ჟამს შეინანებს და აღსარებით შეჰღაღადებს უფალ იესო ქრისტეს.
განმარტება:
I. ღმრთიური სიმართლისა და მოყვასთა სიკვდილისათვის უკვე აღესრულა მრავალია კეთილშობილი სა წმიდა ადამიანი.მაგრამ უფალი იესო ქრისტე იყო არა მხოლოდ კეთილშობილი და წმიდა ადამიანი, არამედ ის იტო ჭეშმარიტი ძე ღმრთისა. არავის ადამიანთაგან, თვით ყველაზე სრულყოფილსაც კი არ ძალუძს იტვირთოს მოყვასის ცოდვები, შეუძლებელია იწოდებოდეს ტარიგად ღმრთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი.ხოლო უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტად იწოდება ამგვარად.
II. უფალ იესო ქრისტეს მეორე ადამსაც უწოდებენ, რამეთუ მან აღადგინა ის, რაც ადამმა შექმნისას მიიღო, მაგრამ შემდეგ დაკარგა.
III. უფალმა იესო ქრისტემ ივნო და აღესრულა ვითარცა კაცმა, რამეთუ ინება ვნებულიყო და მომკვდარიყო პირველშობილთა ცოდვის გამო, ცოდვის მონობაში განდევნილი კაცობრიობის ხსნისა და განახლებისათვის. ამიტომ ევნო და სიკვდილის გემო იხილა ღმერთკაცის ადამიანურმა ბუნებამ და არა იესო ქრისტეს ღმრთაებრივმა ბუნებამ, რომელიც უვნებელია და უკვდავი.
IV. თუკი ვინმეს სურს გადაარჩინოს წყალში დანთქმული ან ცეცხლმოდებულ სახლში დარჩენილი ადამიანი, მაშინ ის თვისი სიცოცხლის ფასად წყალში უნდა გადაეშვას და ალმოდებულ სახლში შეიჭრეს, რათა გადაარჩინოს სიკვდილის საფრთხის ქვეშ მყოფი. მსხვერპლის გარეშე არ არის ხსნა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ უფალმა ქრისტემ კაცთა მოდგმის ხსნისთვის თავი თვისი შესწირა მსხვერპლად.
V. წმიდა პავლე მოციქული გვარიგებს, რომ ვისწრაფოთ, გავხდეთ მაცხოვრის ვნების თანამონაწილენი. ვისაც სურს ჰგიებდეს ქრისტეში, მან ამავე მოციქულის სიტყვებით, ჯვარს უნდა აცვას ხორცნი თვისი ვნებითა და გულისთქმით (გალ. 5,24), ე.ი. დაძლიოს თვისი გულისთქმები და მანკიერებანი. მაგალითად, როცა რისხვა აღგვძრავს, რომ მტერს ვაგინოთ და ვავნოთ, გვმართებს წინ აღვუდგეთ ამ აღძვრას და გავიხსენოთ, როგორ ლოცულობდა ჯვარცმული მაცხოვარი თავისი მტრებისთვის, ჩვენც ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის და შევუნდოთ, და ამგვარად ვაცვათ ჯვარს ჩვენში მრისხანება.
VI. უფალ იესო ქრისტეს ვნებისა და აღსასრულის მოხსენებამ სიყვარულისა და მადლიერების გრძნობამ უნდა აღგვიძრას, მოგვგვაროს ჩვენი ცხოვრების გამოსწორების სურვილი ვისაც არ სურს გამოსწორება, ვინც აგრძელებს ცოდვილ ცხოვრებას, ის ცხადყოფს, რომ გულგრილია უფალ იესო ქრისტეს ვნებათა მიმართ. ადამიანზე, რომელიც კვლავ და კვლავ სცოდავს, წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ ის ხელახლა აცვამს ჯვარს თავის თავში უფალ იესო ქრისტეს (ებ. 6,6).
VII. ქრისტიანებმა ჯვარი თავიდანვე აირჩიეს სარწმუნოების ნიშნად და თაყვანისცემის საგნად აქციეს. ისინი ჯვარს გამოისახავდნენ, ჯვრის გამოსახულებით ამშვენებდნენ თავიანთ სახლებსა და ტაძრებს, ჯვრის წინაშე ლოცულობდნენ. ამით თითქოსდა განაცხადებდნე, რომ შეუერთდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და აღიარებდნენ მას. ასევე გვმართებს ჩვენც. ვისაც სირცხვილად უჩნს ჯვრის გამოსახვა, მას სირცხვილად უჩნს თვით უფალი იესო ქრისტე, ხოლო ვინც ჯვარს გამოისახავს, ის ამოწმებს, რომ შეერთებულია უფალ იესო ქრისტესთან. ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლება ქრისტიანთა შორის იყოს ისეთი მიმდევრობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჯვრის გამოსახვა. ამ წინააღმდეგობის ახსნა შეუძლებელია თუნდაც იმიღ, რომ ჯვარი ერთ დროს დასჯის იარაღი იყო, არაქრისტიანული დანიშნულებით გამოიყენებოდა. ეს რომ საკმარისი მიზეზი იყოს მისგან განდგომისა, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, რამეთუ მზაკვარი ადამიანები მზად არიან ბოროტი განზრახვებით მიუხდნენ სარწმუნოებასაც, სასოებასაც, სიყვარულსაც, რელიგიასაც, ეროვნებასაც და ყოველ უდიდეს სიკეთესაც. VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ 73-ე განჩინებით აკრძალა მოიხატოს ან ქვის ფილებით მოზაიკურად გამოისახოს იატაკზე ჯვარი, რათა ადამიანმა თუნდ შემთხვევით ფეხის დადგმით არ შეურაცხყონ იგი.
VIII. სარწმუნოების სიმბოლოს II,III და IV წევრები მოკლედ და გასაგებად გადმოცემულია საგალობელში, რომელიც საღმრთო ლიტურგიაზე იგალობება: "მხოლოდშობილი ზე და სიტყვაი ღმრთისა, უკვდავი არსება, თავს იდვა ჩვენისა ცხოვრებისათვის, ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და უქცეველად განკაცნა და ჯვარს ეცვა ქრისტე ღმერთი ჩვენი, სიკვდილითა სიკვდილი დასრთგუნა, ერთი წმიდისა სამებისა თანადიდებულ არს, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა გვაცხოვნენ ჩვენ"
|
|