წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სინანული

ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა მტკივნეული შრომაა. უმტკივნეულოდ მავალი ვერ მოიწევს

ღვაწლის უტყუარი ნიშანი და წარმატების პირობა მტკივნეული შრომაა. უმტკივნეულოდ მავალი ვერ მოიწევს ნაყოფს. მკივნეული გულით და სხეულისმიერი შრომით, სიცხადეში მოიყვანება სულიწმიდის ნიჭი, რომელიც თითოეულ მორწმუნეს წმ. ნათლისღების დროს ეძლევა და შემდეგში მეცნიერების მიმართ ჩვენი უდიერი დამოკიდებულების გამო ვნებებში იმარხება, ხოლო ღმერთის ენით აღუწერელი წყალობის მეშვეობით, კვლავ აღდგება სინანულში. მაშ, ნუ შეუშინდები შრომას მისი მტკივნეულობის გამო, რომ მსჯავრი არ დაგედოს უნაყოფობის მიზეზით და არ მოისმინო: "მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე." ყველანაირი ღვაწლი, სხეულისმიერი თუ სულიერი, რომელიც არ მიმდინარეობს მტკივნეულად და არ მოითხოვს შრომას, უმაყოფო რჩება: "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი." (მათე 11, 12). მრავალნი მრავალ წელს უმკივნეულოდ შრომობდნენ და შრომობენ, რის გამოც არსებითად უცხონი იყვნენ სიწმიდისაგან და არც სულიწმიდით დაწინდულან, როგორც ტკივილთა სიმძიმის უარმყოფელნი. თავის იძულების გარეშე, თითქოს ბევრს იღვწიან, მაგრამ უმტკივნეულო შრომის გამო ვერანაირ ნაყოფს ვერ იმკიან. წინასწარმეტყველის თქმით, თუ მარხვისაგან დაუძლურებულებს წელი არ შეგვემუსრება და გულში შემუსვრილების მკივნეული განცდა არ აღგვეძრება მშობიარის მსგავსი ტკივილები არ გაგვთანგავს, შეუძლებელია ჩვენი გულის ნიადაგში იშვას ცხოვნების სული.
 
თემატური კითხვები
0