
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მდუმარება
თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ეს არის ღვთივსათნო მდგომარეობის თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი სახელი მდუმარების სულია. მის ხსოვნაშია სიხარული და მხიარულება,ცოდვების დატევება და სათნოებათა სიმდიდრე. ეს ყოვლადდიდებული სახელი ცოტამ თუ მოიღვაწა, ისიც ძნელად და მხოლოდ მდუმარებასა და განრიდებაში.სხვაგვარად ეს ადამიანს არ ძალუძს, თუნდაც ყოველმხრივ აიძულოს თავი. ამიტომ, ვიცი რა ამ სახელის ძლიერება ქრისტეს სიყვარულის გამო, მე ყოველთვის შეგაგონებ: მდუმარებდე და დუმდე!რამეთუ ამ სათნოებათა მეოხებით გამდიდრდება შენში ღვთის ხსოვნა.