
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
თვითმკვლელობა
თვითმკვლელობა – საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმიდის გმობაა, რადგანაც სულიწმიდა იწოდება
თვითმკვლელობა – საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმიდის გმობაა, რადგანაც სულიწმიდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ღმერთს, ეს მიეტევება მას. ხოლო თუკი ვინმე, სულისაგან მიღებულ სიცოცხლეს ზიზღით უარყოფს, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. ამას რომ ჩავწვდეთ, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს „მიტევება“. მიუტევო ცოდვილს ცოდვანი – ნიშნავს დაუბრუნო მას მთელი მთლიანობა ცხოვრებისა, ახლიდან აჩუქო სიცოცხლე. მაგრამ, თუკი ვინმეს ცხოვრება არ სურს, ეზიზღება და სძულს სიცოცხლე, უფალს მეტი არაფერი აქვს მისთვის მისაცემი და იგი შლის მას სიცოცხლის წიგნიდან.
|