არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

თვითმკვლელობის ძირითადი სამი მიზეზი არსებობს: 1. როცა გონზე მყოფი, სასოწარკვეთილების მიზეზით იკლავს

თვითმკვლელობის ძირითადი სამი მიზეზი არსებობს:
    1. როცა გონზე მყოფი, სასოწარკვეთილების მიზეზით იკლავს თავს.
    2. როცა ჯადოს, შიშის ამ სხვა მიზეზით, ბოროტისგან შეპყრობილი ადამიანი ვერ აკონტროლებს მის მოქმედებას.
    3. როცა ადამიანი მოძალადისგან, პატიოსნების შენარჩუნების მიზნით იკლავს თავს. მაგალითად, გაუპატიურების წინ, ან როცა ადამიანს აიძულებენ მეგობრისა და სამშობლოს ღალატს, გაცემას.
    მეორე და მესამე შემთხვევების დროს შესაძლებელია მიცვალებულის სულის საოხად, გარდაცვლილ ადამიანს ეკლესიური წესის მიხედვით გადაეხადოს პანაშვიდები, აეგოს წესი და მათზე შესრულდეს მოძღვრის მიერ ეკლესიური წესით გათვალისწინებული ყველა მოქმედება. ასეთივე მიდგომა შეიძლება ისეთ თვითმკვლელზეც, რომელიც ცხოვრებაშივე შეურაცხადი იყო (თუმცა იშვიათად, რომ ასეთმა თავი მოიკლას).
    მეტად სამწუხარო და სავალალოა, როცა გონზე მყოფი ადამიანი, სასოწარკვეთილების, ან, როცა პროტესტის მიზნით იკლავს თავს. რადგან ეშმაკს ასეთი ადამიანი დაუყოვნებლივ მიჰყავს ჯოჯოხეთის საშინელ სატანჯველში.
    ამ დროს ეკლესიური წესის მიხედვით არ შეიძლება წესის აგება, პანაშვიდის გადახდა, გარდაცვლილის სახელის მოსახსენებელში ჩაწერა, ეკლესიისა და მოძღვრის მეშვეობით რაიმე მოქმედება გარდაცვლილის სულის საოხად.
    თვითმკვლელის ჭირისუფალს ეკლესია მხოლოდ მოწყალების გაღებას ურჩევს გარდაცვლილის სახელზე. სანუგეშოდ მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: საერთოდ რომ არაფერს აზრი არ ჰქონდეს, მოწყალების გაცემასაც არ ურჩევდნენ.
 
0