უბედური, ტანჯული თვითმკვლელები!.. თქვენ უარყავით გამოხსნა, ხანმოკლე მიწერი განმწმედელი ტანჯვანი –

უბედური, ტანჯული თვითმკვლელები!.. თქვენ უარყავით გამოხსნა, ხანმოკლე მიწერი განმწმედელი ტანჯვანი – ტკბილი იმათთვის, ვინც მიიღო, ო, ბევრად უფრო ტკბილი, ვიდრე ის მოჩვენებითი სიამენი, რომელზე დარდითაც გარდაიცვალეთ. დიახ, თქვენ საკუთარი ნებით გააკეთეთ ის, რაც გიკარნახათ, ჩაგჩურჩულათ ბოროტმა ძალამ, რომელსაც მაშინ თქვენზე არავითარი ძალაუფლება არ ჰქონდა, მაგრამ თქვენვე შეგეძლოთ არ ჩაგედინათ ეს. თქვენს ხელთ იყო გცოდნოდათ, რომ არსებობს ღმერთი და რომ იგი არა მარტო ჩვენი შემეცნებისათვის მიუწვდომელი სიმართლისა და სამართლიანობის უმაღლესი გამოვლინებაა, არამედ იგი გაცილებით აღემატება ყველა ჩვენს სუსტ ადამიანურ წარმოდგენას, თქვენს ხელთ იყო გაგეგოთ, რომ შეუძლებელია ღმერთმა მოგცეთ ჯვარი და არ მოგცეთ ძალა; თქვენს ხელთ იყო, მიგემართათ ღვთისათვის და მისი სახელის (ჭეშმარიტი) მოწოდებით მიგეღოთ ხსნა...“
 
0