წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი - მდუმარება
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თემა: მდუმარება

მოციქულმა იაკობმა,სურდა რა,ეჩვენებინა თუ როგორ უძნელდება მოლაპარაკეს თავის შეკავება ყოველივე უსარგებლო ,ცოდვილი და მავნესაგან,თქვა რომ ენის შეკავების უნარი აუცილებლობის შემთხვევაში,მხოლოდ რჩეულთა ხვედრია:"რომლი სიტყვით არა სცთებოდის,იგი სრული კაცი არს,შემდლებელ არს აღვრ-ასხმად ყოვლისავე გუამისა"(იაკ.3,2.)როგორც კი ენა დაიწყებს საკუთარი სიამოვნებისთვის ლაპარაკს,მყისვე გაიჭრება,როგორც გაუხედნავი ცხენი და არა მარტი კარგსა და აუცილებელს იტყვის,არამედ ბევრ ცუდსა და მავნეს წამოროშავს.ამიტომ უწოდებს მას იგივე მოციქული დაუოკებელ ბოროტებას,რომელიც არის "სავსე გესლითა მაკუდინებელითა"(-3.8).მასთან თანხმობით,ბრძენმა სოლომონმა ბევრად უფრო ადრე ბრძანა:"მრავლისმთქმელ ლებისაგან ვერ განერე ცოდვასა"(იგ.სოლ.10,19.)ეკლესიასტესტან ერთად კი ვიტყვით,რომ ვინც მრავალსიტყვაობს,ის საკუთარი უგუნურებას ცხადჰყოფს,რამეთუ მხოლოდ ბრიყვია მრავალსიტყვა.(ეკლ.10,14)
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები