ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა:
მდუმარება
უფალზე ისაუბრე სრული კეთილგანწყობით, განსაკუთრებით მის სიყვარულსა და სახიერებაზე, თუმცა შიშით, რომ
უფალზე ისაუბრე სრული კეთილგანწყობით, განსაკუთრებით მის სიყვარულსა და სახიერებაზე, თუმცა შიშით, რომ რაიმე არ თქვა ღმრთის დიდებულებისათვის შეუფერებელი, შფოთო არ შეიტანო მსმენელთა უზაკველ გულებში და უნებლიედ არ შესცოდო ამ შემთხვევაშიც, ამიტომ ეცადე, უფრო სხვის საუბარს უსმინო.
თუკი საუბარი სხვა თემას ეხება, დაე მხოლოდ ბგერები შეეხოს შენს ყურთასმენას, და არა აზრი გონებას, რომელიც შეუხრელად უნდა გქონდეს აღმართული უფლისაკენ. მაშინ კი, როდესაც აუცილებელია მოსაუბრის მოსმენა, რომ გაერკვე საქმის ვითარებაში და გასცე სათანადო პასუხი, ნუ დაივიწყებ, საუბრის მოსმენასა და პასუხის გაცემას შორის ცათა უმაღლეს ზეცისაკენ აღმართო გონების თვალი, იქ სადაც სუფევს უფალი შენი, იზრახე მის დიდებულებაზე და იმაზე, რომ ის თვალს არ გაცილებს და გიმზერს ხან მოწყალედ, ხანაც მრისხანედ, იმის შესაბამისად, თუ როგორია შენი გულითქმანი, სიტყვები, მოძრაობები და საქმეები

|