წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ნუ გააბამ ვრცელ საუბარს იმასთან, ვინც უკეთური გულით გისმენს, რათა თავი არ მოაბეზრო და არ შეიქმნე

ნუ გააბამ ვრცელ საუბარს იმასთან, ვინც უკეთური გულით გისმენს, რათა თავი არ მოაბეზრო და არ შეიქმნე მისთვის საძულველი, ვითარცა წერილ არს: "სიტყვამრავალს შეიძაგებემ" (სიბ. ზირ. 20.8) გაფრთხილდი, არ ისაუბრო მკაცრად და ხმააწეულად, რამეთუ ერთიცა და მეორეც უკიდურესად საძულველია და შენს მოსაუბრეს დააეჭვებს, რომ ურგები ხარ და დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. ნურასოდეს ისაუბრებ საკუთარ თავზე, შენს საქმეებზე ან შენს მოყვასზე, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა და მაშინაც, რაც შეიძლება მოკლედ და სწრაფად თქვი სათქმელი. როდესაც ხედავ, რომ სხვები გამეტებულად საუბრობენ საკუთარ თავზე, ნუ მიბაძავ მათ, თუნდაც მათი სიტყვები თავმდაბლურად და თვითგანმკიცხველად ჟღერდეს. რაც შეეხება მოყვასთ და მათ საქმეებს, საუბარზე უარს ნუ ეტყვი, მაგრამ ყოველთვის ისაუბრე რაც შეიძლება მოკლედ, და არა ვრცლად, თუნდაც ეს მათი კეთილდღეობისთვის იყოს საჭირო
 
თემატური კითხვები
0