ღირსი პალადი მეუდაბნოე

მოიხსენიება 28 იანვარს (ახალი სტილით: 10 თებერვალს)
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად. დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის მან უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ, მღვიმის მახლობლად, უცნობი ვაჭრის ცხედარი იპოვეს და მკვლელობაში ღირს მამას დასდეს ბრალი, მაგრამ მეუდაბნოის ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. წმიდანი IV საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.