ღირსი გერასიმე ველიკოპერმელი (უსტვიმელი)

მოიხსენიება 24 იანვარს (ახალი სტილით: 6 თებერვალს)
წმიდა გერასიმე, ველიკოპერმელი (უსტვიმელი) ეპისკოპოსი, პერმის განმანათლებლის, სტეფანეს შემდეგ აღსაყდრდა მღვდელმთავრის ტახტზე. მისი სამწყსო მეტად შევიწროებული იყო ნოვგოროდელთა, განსაკუთრებით კი, წარმართ ვოგულთა თავდასხმებით. წმიდა გერასიმე უშიშრად მიდიოდა მათ ქვეყნებში და შეაგონებდა მტრებს, შეეწყვიტათ უმწეო პერმელი ქრისტიანების ძარცვა. ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, 1441 წელს, იგი ვოგულმა მსახურმა მოკლა (გადმოცემით ომოფორით დაახრჩო) ( 1441).