ღირსი ფლაბიანე - ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი

მოიხსენიება 16 თებერვალს (ახალი სტილით: 1 მარტს)
წმიდა ფლაბიანე, ანტიოქიელი არქიეპისკოპოსი (381-404) იოანე ოქროპირის (ხს. 13 ნოემბერს; 407) თანამედროვე იყო. წმიდა მამამ იმით გაითქვა სახელი, რომ მოახერხა შეგონებით დაეცხრო იმპერატორ თეოდოსის (379-395) რისხვა და შეწყალება გამოეთხოვა ანტიოქიელებისათვის, რომლებმაც მეფის ქანდაკება დაამსხვრიეს. ღირსი მამა მშვიდად მიიცვალა.