წმიდა ანასტასი II - ანტიოქიის პატრიარქი
ხსენება 20 აპრილს (ახალი სტილით: 3 მაისს)
წმიდა ანასტასი II ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე ავიდა წმიდა ანასტასი I სინაელის შემდეგ. ის 10 წლის განმავლობაში მეთაურობდა ანტიოქიის ეკლესიის ცხოვრებას. როცა იმპერატორმა ფოკამ წმიდა ანასტასის გავლენით (602-610) გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს წმიდა ნათლისღება მიეღო, ქრისტეს მოძულე იუდეველები გულისწყრომით აღივსნენ და წმიდა პატრიარქი სიცოცხლეს გამოასალმეს (609 წელს).