მღვდელმოწამე სილუანე - ღაზელი ეპისკოპოსი და მის თანა ორმოცი მოწამე

მოიხსენიება 4 მაისს (ახალი სტილით: 17 მაისს)
წმიდა მღვდელმოწამე სილვან ღაზელი ეპისკოპოსი ( 312) ერისკაცობაში მეომარი იყო. ზეციური მეუფის მსახურების მსურველი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ღაზის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა სილვანმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას წმიდანი მძიმე სამუშაოებზე გაგზავნეს სპილენძის საბადოებში. ამ სამუშაოებმა ეპისკოპოსი მოაუძლურა, მაგრამ სულით გაუტეხელი დაუღლელად ქადაგებდა ქრისტეს. ამან მისდამი წარმართთა სიძულვილი გააძლიერა. მათ წმიდა ეპიკოპოსს და მის მიერ მოქცეულ 40 ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს.