მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრე, იპერექი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გორგიოსი, სელინიოსი, ირინეოსი და პამბონე

მოიხსენიება 5 ივნისს (ახალი სტილით: 18 ივნისს)
წმიდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრი, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სულინი, ირინეოსი და პავმონე (IV) ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ისინი სასტიკად აწამეს. ცოცხალმკვდარი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. აქ მათ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და წყლულებისგან განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შიმშილისა და წყურვილისაგან დაუძლურებული წმიდანები საპყრობილეში აღესრულნენ.