ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი

მოიხსენიება 9 ივნისს (ახალი სტილით: 22 ივნისს)
ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) - "კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი" მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია ცნობილი ოდა "აბდულ-მესია" და "გალობანი ვარძიის ღვთისმშობელისანი". მან ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და მშვიდობით აღესრულა.

სხვა ცნობები მის შესახებ იხილეთ 1 აპრილს (ხს. 1 აპრილს).