მღვდელმოწამე მარკიანე სირაკუზელი

ხსენება 30 ოქტომბერს (ახალი სტილით: 12 ნოემბერს)
მღვდელმოწამე მარკიანე - სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის (ხს. 29 ივნისს) მოწაფე იყო. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმიდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა და მოშურნედ ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. ნეტარმა მოსაგრემ სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა - ის სირაკუზელმა იუდეველებმა მოკლეს იტალიის ქალაქ გაეტში. წმიდა მარკიანე 9 თებერვალსაც იხსენიება მარკელეს სახელით (ხს. 9 თებერვალს).
0