წმიდა მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა V საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა
მოწამე ანტონი
ხსენება 9 ნოემბერს (ახალი სტილით: 22 ნოემბერს)
წმიდა მოწამე ანტონი სირიაში ცხოვრობდა V საუკუნეში. იგი ქვის მთლელი იყო. საღვთო შურით აღძრულმა წმიდანმა წარმართულ საკერპოში ცრუღვთაებათა ქანდაკებები შემუსრა და სირიის აპამეის ეპისკოპოსის კურთხევით ქალაქის მახლობლად წმიდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომ აპამეაში მოსახლე წარმართებმა შეიტყვეს, ნეტარ ანტონის ღამით შეეჭრნენ სახლში და მახვილებით აჩეხეს.