ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და
ღირსი ევსტოლია
ხსენება 9 ნოემბერს (ახალი სტილით: 22 ნოემბერს)
ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და დედათა ერთ-ერთ სავანეში დამკვიდრდა. კეთილმსახური და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ნეტარმა დების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მასთან არა მარტო მოწესეები, არამედ ერისკაცებიც მრავლად მოდიოდნენ სულიერი რჩევა-დარიგებისა და ნუგეშის მისაღებად.წმიდა ევსტოლია 610 წელს გარდაიცვალა.