წმიდა მოწამე თეოფილე ახალი კონსტანტინეპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო.

მოწამე თეოფილე ახალი

ხსენება 30 იანვარს (ახალი სტილით: 12 თებერვალს)
წმიდა მოწამე თეოფილე ახალი კონსტანტინეპოლელი, ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი იყო. არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტრებმა იგი ტყვედ ჩაიგდეს. უსჯულოები ამაოდ ეცადნენ წმიდანის გადადრეკას ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, რის შემდეგაც კუნძულ კვიპროსზე საპყრობილეში ჩააგდეს. ოთხი წლის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
0