მოწამენი: ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, დიოდორე, კლავდიუსი, სერაპიონი და პაპიუსი

ხსენება 31 იანვარს (ახალი სტილით: 13 თებერვალს)
წმიდა მოწამენი ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაპიონი და პაპიუსი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩააგდეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვით მოკლეს. წმიდა კლავდი ხელ-ფეხის მოკვეთით მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპიუსი კი ზღვაში დაახრჩვეს.
0