პეტრე მდუმარე გალატიელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი

ღირსი პეტრე მდუმარე

ხსენება 25 ნოემბერს (ახალი სტილით: 8 დეკემბერს)
პეტრე მდუმარე გალატიელი ცხრა წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმინდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისთვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.
0