წმიდა მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა

მოწამე ფილუმენი

ხსენება 29 ნოემბერს (ახალი სტილით: 12 დეკემბერს)
წმიდა მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა წმიდანი მმართველ ფელიქსთან დაასმინეს - ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ, სისხლისაგან დაცლილმა, სული უფალს არ შეჰვედრა. ეს მოხდა 274 წელს.
0