ღირსი იოანე - პოლივოტელი ეპისკოპოსი

ხსენება 4 დეკემბერს (ახალი სტილით: 17 დეკემბერს)
ღირსი იოანე პოლივოტელი სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდანი უშიშრად ამხელდა ხატმბძროლ იმპერატორ ლეონ ისავრიელს (717-741). ღვთივსათნო ცხოვრებისათვის მას უფლისაგან სნეულთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა (VIII).
0