ღირსი დანიელ აღმსარებელი (სქიმაში - სტეფანე), ესპანელი დიდებული, კუნძულ ნიბერტის მმართველი იყო.

ღირსი დანიელ აღმსარებელი

ხსენება 17 დეკემბერს (ახალი სტილით: 30 დეკემბერს)
ღირსი დანიელ აღმსარებელი (სქიმაში - სტეფანე), ესპანელი დიდებული, კუნძულ ნიბერტის მმართველი იყო. ქრისტეს სიყვარულისთვის მან დატოვა ამსოფლიური დიდება და რომში ბერად აღიკვეცა. წმიდანმა ჯერ კონსტანტინოპოლი მოილოცა, შემდეგ კი - იერუსალიმი.
ნეტარი დანიელი ეგვიპტეში სარკინოზებმა შეიპყრეს და ისლამის მიღება მოსთხოვეს. როცა პასუხად უარი მიიღეს, უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული (X).

0