მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი - მეგვიპტელნი
ხსენება 19 დეკემბერს (ახალი სტილით: 1 იანვარს)
წმიდა მოწამენი: ილია, პროვოსი და არისი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას აღესრულნენ. მათ ტყვე-ქრისტიანთა მსახურება იტვირთეს, რისთვისაც პალესტინის ქალაქ ასკალონში შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. უფლის რჩეულებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები, რის შემდეგაც წმიდა არისი დაწვეს, ილიას და პროვოსს კი თავები მოჰკვეთეს ( 308).