კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ხსენება 26 დეკემბერს (ახალი სტილით: 8 იანვარს)
კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად. ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდება "კრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა".