მღვდელმოწამე აბრაამი - არვილელი ეპისკოპოსი

ხსენება 4 თებერვალს (ახალი სტილით: 17 თებერვალს)
მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი ეწამა სპარსეთში საპორ II-ის დროინდელ დევნულობისას. როცა წმიდანი შეიპყრეს და მოსთხოვეს, რომ მზისთვის ეცა თაყვანი, მან უპასუხა: "რა უგუნურებაა, უარყო შემოქმედი და ქმნულს ეთაყვანო! განა მზე ღმერთმა არ შექმნა?!” აბრაამი სასტიკად გვემეს და აწამეს, ის კი მხურვალედ ლოცულობდა პირველმოწამის სიტყვებით: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, რამეთუ არა იციან, რას იქმან!” წმიდა მარტვილს მახვილით მოჰკვეთეს თავი.
0