წმიდა მოწამე იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმიანეს

მოწამე იულიანე

ხსენება 6 თებერვალს (ახალი სტილით: 19 თებერვალს)
წმიდა მოწამე იულიანე ფინიკიის ქალაქ ემესიდან იყო. იგი 312 წელს ეწამა, იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას. იულიანე დახელოვნებული მკურნალი იყო, კურნავდა როგორც ხორციელ, ასევე სულიერ ავადმყოფებსაც და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.
როცა წმიდა მოწამეები – ეპისკოპოსი სილუანე, დიაკონი ლუკა, და მოკი მკითხველი (ხს. 29 იანვარს) მხეცების დასაგლეჯად მიჰყავდათ, იულიანე ამხნევებდა და გამანტკიცებდა მათ, რისთვისაც შეიპყრეს, ვიწრო ნაპრალში შეიმწყვდიეს, ხელებსა და ფეხებში გრძელი ლურსმანები ჩააჭედეს და ისე მოკლეს.

0