ღირსმოწამე ზოსიმე მონოზონი და მოწამე ათანასე

ხსენება 4 იანვარს (ახალი სტილით: 17 იანვარს)

ღირსი ზოსიმე აღმსარებელი წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდნენ.

ღირსმოწამე ზოსიმე მონოზონი და მოწამე ათანასე


ღირსმოწამე ზოსიმე მონოზონი და მოწამე ათანასე

1