მოციქულნი: არქიპო და ფილიმონი სამოცდაათთაგანნი და მოწამე აპფია, მოციქულთასწორი

ხსენება 19 თებერვალს (ახალი სტილით: 4 მარტს)
წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიპო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ. ფილიმონის მიმართ ეპისტოლის დასაწყისში იგი წერს: "ფილიმონს საყუარელსა და თანა შემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოსს, თანამოსაგრესა ჩუენსა."
არქიპო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.
იმპერატორ ნერონის (54-680 დროინდელი დევნის ჟამს მოციქულები - არქიპო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიპო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს (ხს. 22 ნოემბერს).

0