მოწამენი: მაქსიმე, ისიხი, თეოდოტე და ასკილიპიოდოტა
ხსენება 19 თებერვალს (ახალი სტილით: 4 მარტს)
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე, ისიხი და ასკილიპიოდოტა ადრიანოპოლში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ქალაქში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტი და ისიხი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილ მოწამეებს მხეცებმა არაფერი ავნეს. გააფთრებული მმართველის ბრძანებით მათ თავები მოჰკვეთეს (ხს. 15 სექტემბერს).