წმიდა მოწამე თეოქტირისტე, პელიკითის იღუმენი, წმიდა ხატების თაყვანისცემისთვის ეწამა უსჯულო
წმიდა მოწამე თეოქტირისტე
ხსენება 16 თებერვალს (ახალი სტილით: 29 თებერვალს)
წმიდა მოწამე თეოქტირისტე, პელიკითის იღუმენი, წმიდა ხატების თაყვანისცემისთვის ეწამა უსჯულო იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს. ნეტარ მარტვილს ადუღებილი ფისი გადაასხეს. მასთან ერთად ეწამნენ წმიდა სტეფანე ახალი (ხს. 28 ნოემბერს) და სხვა კეთილმსახური ბერები.წმიდა თეოქტირისტე ცნობილია, როგორც სასულიერო მწერალი.