ღირსი ლეონი - კაბადოკიელი მონაზონი
ხსენება 16 თებერვალს (ახალი სტილით: 29 თებერვალს)
ღირსმა ლეონმა, კაბადოკიელმა მონაზონმა მოყვასის სიყვარულისთვის "დადო სული თვისი". იგი ნებით ჩაბარდა ტყვედ სარკინოზებს: სამი სნეული მონაზვნის ნაცვლად მათ ჯანსაღი, სამუშაოებისთვის ვარგისი, საკუთარი თავი შესთავაზა. უდაბნოში ხანგრძლივ მგზავრობას წმიდა მამამ ვერ გაუძლო და ძალები გამოეცალა, რისთვისაც უსჯულოებმა მახვილით მოკლეს.