ღირსი მარკოზ აკვირელი, მმარხველი (V) ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი

ღირსი მარკოზ აკვირიელი

ხსენება 5 მარტს (ახალი სტილით: 18 მარტს)
ღირსი მარკოზ აკვირელი, მმარხველი (V) ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი საქმიანობა იყო წმიდა წერილის კითხვა. გადმოცემით, მან მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა. ცნობილია აგრეთვე, რომ ღირსი მარკოზი ისმენდა წმიდა იოანე ოროპირის ქადაგებებს. ჩვენამდე მოღწეულია წმიდა მარკოზის მიერ დაწერილი მრავალი სწავლება. ღირსი მარკოზი გამოირჩეოდა სიმდაბლითა და სიწმიდით. განსაკუთრებული კრძალულობის გამო მას მმარხველი ეწოდა.
0