ღირსი პეტრე - სებასტიელი ეპისკოპოსი

ხსენება 9 იანვარს (ახალი სტილით: 22 იანვარს)
წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების – ბასილი დიდისა (ხს. 1 იანვარს) და გრიგოლ ნოსელის (ხს. 10 იანვარს) ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას – მაკრინას (ხს. 19 ივლისს).
პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად, მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.

0