ღირსი მარკიანე რომში დაიბადა, დაწყებითი განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. მშობლების სიკვდილის

ღირსი მარკიანე ხუცესი

ხსენება 10 იანვარს (ახალი სტილით: 23 იანვარს)
ღირსი მარკიანე რომში დაიბადა, დაწყებითი განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ დარჩენილი მდიდარი მემკვიდრეობა ღირსმა მამამ ტაძრების მშენებლობას მოახმარა. თავისი ზნეობრივი სიწმიდით და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ღირსმა მარკიანემ პატრიარქის ყურადღება მიიქცია, რომელმაც ხუცესად აკურთხა და კონსტანტინოპოლს დიდი საპატრიარქო ტაძრის იკონომოსად დანიშნა იგი.
ღირსი მარკიანე გარდაიცვალა 472-474 წლებში და დაკრძალეს კონსტანტინოპოლში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.

0