ღირსი თეოდორე ტრიხინი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ ოჯახში. სიყრმეშივე წავიდა თრაკიის უდაბნოში და

ღირსი თეოდორე ტრიქინა

ხსენება 20 აპრილს (ახალი სტილით: 3 მაისს)
ღირსი თეოდორე ტრიხინი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ ოჯახში. სიყრმეშივე წავიდა თრაკიის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. ღირსი მამა მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძებით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს. სიკვდილის შემდეგ მისი წმიდა ნაწილებიდან გადმოდინდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხამდა.
ღირსი თეოდორეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები ცნობილი არ არის.

0