წმიდა მაქსიმიანე - კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
ხსენება 21 აპრილს (ახალი სტილით: 4 მაისს)
წმიდა მაქსიმიანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი ( 434) დაიბადა მდიდარი და ღვთისმოსავი რომაელის ოჯახში.უბრალოებით გამორჩეულ წმიდა მაქსიმიანეს განდეგილი ცხოვრება უყვარდა. თუ ვინმე წმიდა ცხოვრებით ცნობილი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მაქსიმიანე მას საკუთარი ხარჯით ასაფლავებდა. სიწმიდისა და ქველმოქმედებისათვის პატრიარქმა სისინმა (426-427) იგი მღვდლად აკურთხა, მწვალებელი პატრიარქის - ნესტორის (428-431) განდევნის შემდეგ კი, 431 წლის 25 ოქტომბერს, ღირსი მამა კონსტანტინეპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელად დაადგინეს. ეს მოხდა წმიდა მეფის თეოდოსი მცირის (408-450) მეფობის ჟამს.
წმიდა მაქსიმიანე მშვიდობით მიიცვალა 434 წლის 12 აპრილს, დიდ ხუთშაბათს.